წიფორის მთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:18, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წიფორი, წიფარიო – მთა თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ასპინძის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2085 მ. აგებულია ზედაეოცენური ბაზალტებითა და ტრაქიტებით. შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახოვანი მცენარეებით.