ჭელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:51, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭელა – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჭეჭლას თემში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1280-1380 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 7 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 254, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. სოფელში არის მეჩეთი. როგორც ფიქრობენ, სოფლის ძველი სახელი „ჭალა” უნდა იყოს.