ჭვინთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:56, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭვინთა – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ელიაწმინდის თემის საკრებულოში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1350-1500 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 10 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 316. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (98 %) ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია შუა საუკუნეების „ჯვრის ციხე” და მონასტერი: ეკლესია ბოწორისი შუა საუკუნეების მოხატულობის ნიმუშებით და სხვ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები