მშვიდობისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 29 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული – საერთაშორისო დანაშაული, უმძიმესი საერთაშორისო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას, ხელყოფს მშვიდობის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საფუძვლებს და სახელმწიფოთა და ხალხთა თავისუფალ განვითარებას. დანაშაულს მშვიდობის წინააღმდეგ (მათ შორის აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და წარმოება, აგრესიის სხვა გამოვლინება), სამხედრო დანაშაულს, ე. ი. ომის წარმოების კანონებისა და წესების დარღვევას და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის კვალიფიკაცია პირველად მიეცა ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების წესდებებში. შემდგომში ასეთივე კვალიფიკაცია მიიღო გენოციდმა, რასიზმმა, რასობრივმა დისკრიმინაციამ, აპარტეიდმა, ბირთვული იარაღის გამოყენებამ, კოლონიალიზმმა, მშვიდობისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულთა კოდექსის პროექტი, რომელსაც ამუშავებს საერთაშორისო სამართლის კომისია, ითვალისწინებს ხსენებული და სხვა სახის საერთაშორისო დანაშაულებს, როგორიცაა: აგრესია, აგრესიის საფრთხე, ჩარევა, კოლონიური ბატონობა, აპარტეიდი, საერთაშორისო ტერორიზმი, გენოციდი, ადამიანის უფლებების სისტემატური და მასობრივი დარღვევა, გარემოსათვის წინასწარგანზრახული და სერიოზული ზიანის მიყენება. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად საერთაშორისო დანაშაულისათვის სახელმწიფოებს ეკისრებათ პოლიტიკური და მატერიალური პასუხისმგებლობა, ხოლო ფიზიკურ პირებს – ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.


იხილე აგრეთვე

  • კონვენცია გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი ჩადენისათვის სასჯელის შესახებ 1948
  • დეკლარაცია კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ 1960

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები