მოსკოვის მოლაპარაკება გერმანიის შესახებ 1948
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:02, 1 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოსკოვის მოლაპარაკება გერმანიის შესახებ 1948 – მიმდინარეთობდა 31.VII-30.VIII. მასში მონაწილეობდნენ საბჭოთა, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი დიპლომატები, მოლაპარაკება მიზნად ისახავდა ბერლინსა და გერმანიაში შექმნილი სიტუაციის მოწესრიგებას ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის (1945) და ოთხი სახელმწიფოს სხვა ერთობლივ გადაწყეეტილებათა შესაბამისად. 30.VIII მოლაპარაკების შედეგად მიღებული სსრკ-ის, აშშ-ის. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისმთავრობათა დირექტივა ითვალისწინებდა ბერლინსა დადასავლეთ ზონებს შორის კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის შეზღუდვის გაუქმებას, საბჭოთა ზონის მარკის, როგორც ურთადერთი ვალუტის შემოღებას ბერლინში და დასავლური „ბ“ ტიპის მარკის ამოღებას მიმოქცევიდან.