ოროისე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 10 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოროისე – (ძვ. წ. I ს. 70-იანი წლები), ალბანეთის მეფე III მითრიდატული ომის (74-64) დროს. ანტიკური ავტორების მოწმობით, ანტირომაული კოალიციის მონაწილე. წყაროებში დაცულია ცნობები იბერიის მეფე არტაგთან მისი კავშირის შესახებ პომპეუსის წინააღმდეგ. მაგრამ კავშირმა რომაელთა წინსვლა ვერ შეაჩერა. პომპეუსი შეიჭრა ალბანეთში, აიძულა ოროისე მძევლები მიეცა და რომის სარდლის შეთავაზებული პირობები მიეღო. სავარაუდოა, რომ ალბანეთი რომაელი ხალხის „მოკავშირედ და მეგობრად“ გამოცხადდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები