ნერსე II
ნერსე II – ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 70/80-იან წლებში - იოვანე საბანისძის „აბოს წამების“ მიხედვით ადარნასეს ძე. იგი ანტიარაბული საქმიანობის გამო ხალიფა მანსურმა (754-755) 722-773 წ. ბაღდადში დაიბარა და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც სამი წელი დაყო. ნერსე ხალიფა მაჰდიმ (775-785 წ.) გაათავისუფლა და პატივით ქართლში გამოაგზავნა, მაგრამ ვერც ახალი ხალიფას ნდობა მოიპოვა. „კუალად იყო განრისხებაჲ ხელმწიფეთა მათთა სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავისა ზედა“ - წერს იოვანე საბანის ძე. ნერსე იძულებული გახდა ოჯახით ხაზარეთში გადასულიყო. მას ალბათ არაბების მოსისხლე მტრებისაგან სამხედრო დახმარების იმედიღა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებული ნერსე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი) ჩავიდა. იქ მან შეიტყო, რომ ქართლის ერისმთავრად არაბებმა მისი დისწული სტეფანოზი დაადგინეს. ნერსემ ამირას მოციქულები მიუგზავნა და ქართლში დაბრუნების ნებართვა და ხელშეუხებლობა თხოვა. უფლებადაკარგული ნერსე არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერზო პირი, ამალით ქართლში დაბრუნდა. ნერსეს თან ახლდა არაბი მსახური აბო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. აისათვის მას თბილისის ამირას ბრძანებით 786 წელს თავი მოჰკვეთეს.