გიორგი VI მცირე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:53, 25 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი VI მცირე – ერთიანი საქართველოს მეფე 1308. 1314-1318 წლებში. დავით VIII-ს ძე. მონღოლებმა გიორგი ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეშივე გაამეფეს და მეურვედ დაუნიშნეს დემეტრე II-ს ვაჟი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე).
1314 წელს გიორგი VI მონღოლებმა ხელმეორედ გაამეფეს. 1316-1317 წლებში გიორგი მეფეს წარუმატებლად ულაშქრია დვალეთში, რის შემდეგაც მისი ხელისუფლება საბოლოოდ დასუსტდა. სხვა ცნობები გიორგი VI-ს მოღვაწეობის შესახებ არ მოგვეპოვება.