პოლემონ II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:59, 2 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლემონ II (Polemon, პონტოს მეფე,ზენონიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ანტონია ტრიფაინას შვილი, პოლემონ I-ის შვილიშვილი.
ქვეყანას განაგებდა 38-64, ჯერ დედასთან ერთად, შემდგომ კი – ერთპიროვნულად, კოლხეთიც მას ეკუთვნოდა. 64 ნერონმა მთელი მისი სამეფო პროვინციად აქცია, პოლემონ II-ის დროს დასრულდა ე.წ. „მთიელთა ჩამოსასლების“ პროცესი საქართველოში, I საუკუნის 50-იანი წლები კოლხეთის ეკონომიკის აღმავლობით აღინიშნა. საქართველოში ნაპოვნია პოლემონის დრაქმები– ზურგის მხარეზე რომის მოქალაქე და კლიენტი იულიუს ანტონიუს პოლემონი იმპერატორის გამოსახულებას ათავსებს.
ლიტერატურა
- დუნდუა თ. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993;
- მისივე, საქართველო= და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1995.