ინტერვალი (სეგმენტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:20, 7 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერვალი, სეგმენტი (ლათ. intervallum – „შუალედი“, „მანძილი“) – შუალედი და მონაკვეთი. წრფეზე წერტილთა მარტივი სიმრავლე.

1. მანძილი, სივრცე ორ საგანს შორის;

2. დროის შუალედი.

ინტერვალი (შუალედი) ეწოდება წრფეზე წერტილთა სიმრავლეს, რომლებიც მოთავსებულნი არიან ორ a და b ფიქსირებულ წერტილებს შორის, ამასთანავე, თვით a და b წერტილები არ მიეკუთვნებიან ინტერვალს.

სეგმენტი (მონაკვეთი) ეწოდება წრფეზე წერტილთა სიმრავლეს, რომლებიც მოთავსებულნი არიან ორი a და b ფიქსირებულ წერტილებს შორის, ამასთანავე, თვით a და b წერტილები მიეკუთვნებიან სეგმენტს.

ინტერვალი შედგება ისეთი x რიცხვებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ უტოლობას a<x<b და ასე აღინიშნება (a,b).

სეგმენტი შედგება ისეთი x რიცხვებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ უტოლობას a≤x≤b და ასე აღინიშნება [a,b].

თანამედროვე აღნიშვნა პირველად გამოჩნდა გერმანელი მათემატიკოსის გერხარდ კოვალევსკის წიგნში („Grundzuge der Differential – und Jntegralrechnung“) (a,b) და <a,b> სახით, აგრეთვე <a,b) და (a,b> სახით. შემდგომში ხანმა რამდენადმე შეცვალა ისინი (1921), სადაც < > ფრჩხილები წრფეზე შეცვალა [ ] ფრჩხილებით, რომლებიც მტკიცედ დამკვიდრდა მათემატიკაში. აღნიშვნები [ ] და ] [ – როგორც ჩანს, შემოღებულია ბურბაკის მიერ (1956).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები