რუშთის ხელშეკრულება 1732
რუშთის ხელშეკრულება 1732 – (რუსეთსა და ირანს შორის), ხელი მოაწერეს 21.I(1).II) რუშთაში (ირანი). რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა გამწვავებამ XVIII ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში და ირანის პოზიციების განმტკიცებამ, რომელიც ამ პერიოდში წარმატებით, ებროდა თურქეთს, რუსეთის მთავრობა ირანთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამყარებისაკენ წააქება. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გადაწყვიტა, დაებრუნებინა მისთვის რუსეთ-ირანის (1723) ხელშეკრულებით მიღებული კასპიისპირა პროვინციები, ხელშეკრულების თახამად, პროვინციები გილანი, მაზანდარანი და ასტრაბადი (თანამედროვე გორგანი) დაუბრუნდა ირანს მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის უფლების გარეშე. ირანი რუსეთს აძლეედა უბაჟო ვაჭრობისა და საქოსლის ტრანზიტის უფლებას, ასევე სხვა სავაჭრო შეღავათებს. ირანის მთავრობამ იკისრა იმ რუსი ვაჭრების ზარალის ანაზღაურება, რომლებიც ირანში მღელვარებებისა და ომების დროს დაზარალდნენ. ხელშეკრულებამ პირველად დაამყარა ორ ქვეყანას შორის საკონსულო ურთიერთობები, ძალაში დარჩა განჯის ხელშეკრულების 1735 დადებამდე, რომელმაც დაადასტურა რუშთის ხელშეკრულება და დაადგისა რუსეთის მიერ ირანისათვის დერბენდისა და ბაქოს გადაცემა მათ პროვისციებთან ერთად.