ბაგირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:11, 15 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგირი – მსხვილი თოკი; ფოლადის მავთულის, ნართის, სინთეზური, მინერალური ან მცენარეული ბოჭკოებისგან დამზადებული დრეკადი ნაკეთობა, რომელიც შეიძლება იყოს ხვეული (გრეხილი), არახვეული (არაგრეხილი) და წნული. პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ფოლადის ბაგირი დიამეტრით 60 მმ-მდე. არსებობს ბაგირის სახეები: ამყოლი, ამწევი, გადაგრეხილი, განმტვირთავი, გაფისული, გვარლის, დამცველი, დამჭერი, დამჭიმავი, მავთულის, მამოძრავებელი, მზიდი, მიმმართველი, მისაბმელი, მოქნილი, მრავალწნული, მრგვალწნული, მუშა, მცენარეული, საბუქსირო, საზიდი, სატვირთე, საწევი, სპირალური, ფასონურწნული, ფოლადის, ქერელის (გაფისული და გაუფისავი), ღია, შემაერთებელი, ჩაკეტილი, წამყვანი, ხვეული, ხისტი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები