საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და ოქმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:07, 18 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და ოქმები

სარჩევი

1932 წლის 29. XI თავდაუსხმელობის ხელშეკრულება

დაიდო პარიზში ურთიერთთავდაუსხმელობის, ნეიტრალიტეტის, საშინაო, საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

1934 წლის 5.XII „აღმოსავლეთის პაქტის“ მოსამზადებელი შეთანხმება

ფაქტიურად მკვდრადშობილი, რადგან მასში მხოლოდ 3 ქვეყანა (სსრკ, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია) მონაწილეობდა.

ურთიერთდახმარების ხელშეკრულება

დაიდო პარიზში 1915 წლის 2.V. 5 წლის ვადით. ითვალისწინებდა მესამე მხარისგან აგრესიის შემთხვევაში დახმარებას და მხარდაჭერას, 1939 მოსკოვში ამ ხელშეკრულების პრაქტიკული საკითხების შესათანხმებელი მოლაპარაკება ჩაიმალა.

1942 III შეთანხმება სსრკ-ის მთავრობის მებრძოლ საფრანგეთთან და საფრანგეთის ეროვნული კომიტეტის ურთიერთობის შესახებ

ითვალისწინებდა განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერას.

1944 ხელშეკრულება მოკავშირეობასა და ურთიერთდახმარებაზე

დაიდო 10.XII მოსკოვში, მას შემდეგ. რაც სსრკ-მა ცნო საფრანგეთის მთავრობა (23.X), გაიცვალა ელჩები. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საომარ მოქმედებათა და მოლაპარაკებათა შეთანხმებას გერმანიის წინააღდეგ, ომისშემდგომი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას. ხელშეკრულებას ჰქონდა 20-წლიანი ვადა. 1955 სსრკ-მა მოახდინა მისი ანულირება.

სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება

დაიდო მოსკოვში 1960 წლის 30.VI.

1970, 1971, 1973 დეკლარაციები და კომუნიკე

ლ. ბრეჟნევის და ჟ. პომპიდუს შეხვედრების შედეგად დაისახა ურთიერთობის და თანამშრომლობის პრინციპები.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები