საერთაშორისო ტრანსფერტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:31, 24 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საერთაშორისო ტრანსფერტი – ტრანსფერტი საერთაშორისო საჯარო სამართალში ნიშნაეს იმ ტერიტორიის მოსახლეობის ერთი სახელმწიფოს მოქალაქეობიდან მეორე სახელმწიფოს მოქალაქეობაში გადაცემას, რომელი ტერიტორიაც შესაბამისად გადადის ერთი სახელმწიფოს კუთვნილებიდან მეორე სახელმწიფოს კუთვნილებაში (ტერიტორიისა და მოსახლეობის მეორე სახელმწიფოს სრული სუვერენიტეტის ქვეშ გადაცემას). ტრანსფერტი რეგულირდება და გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში, რომელიც აუცილებლად უნდა ანიჭებდეს დაინტერესებულ მხარეს უფლებას, უარი განაცხადოს ახალ მოქალაქეობაზე და შეინარჩუნოს ადრინდელი მოქალაქეობა.