ჰააგის კონფერენცია 1930
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 2 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰააგის კონფერენცია 1930 – მოწვეულ იქნა ერთა ლიგის ასამბლეის მიერ საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციის გამო.
მასშია მონაწილეობა მიიღო 51 ქვეყანამ, რომელთაგან სამი, მათ შორის სსრკ, წარმოდგენილი იყო მეთვალყურის სახით. კონფერენციაზე განიხილეს მოქალაქეობის, ტერიტორიული წყლების რეჟიმისა და უცხოელთა მიერ ქვეყნისადმი მიყენებული ზარალის პასუხისმგებლობის საკითხები.