საქართველო-ჩინეთის დეკლარაცია და შეთანხმებები
საქართველო-ჩინეთის დეკლარაცია და შეთანხმებები
საქართველო-ჩინეთის ერთობლივი დეკლარაცია
ხელი მოაწურეს 1991 წლის 2 ივნისს ქ. პეკინში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ ძიან ძემინმა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები ადასტურებენ თავიანთ მისწრაფებას, ააგონ ურთიერთობები ერთმანეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პატივისცემით, თანასწორობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თავდაუსხმელობის, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპების საფუძველზე. ისინი მხარს უჭერენ სადავო საკითხების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას. დეკლარაცია შედგება 14 პუნქტისაგან.
სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმება
ხელი მოაწერეს 1993 წლის 3 ივნისს ქ. პეკინში. ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. მოქმედებს 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი შემდგომი 5 წლის ვადით, თუ ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არც ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულია, რომ მხარეები მიიღებენ ყველა ზომას ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი და სტაბილური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობისათვის. შეთანხმება შედგება 11 კარისაგან.
შეთანხმება კულტურული თანამშრომლობის შესახებ
ხელი მოაწერეს 1993 წლის 3 ივნისს ქ. პეკინში (საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ). შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან, აღნიშნულია, რომ მხარეები თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებს შორის გაცვლასა და თანამშრომლობას კულტურის, ხელოვნების, განათლების, პრესის, საგამომცემლო საქმის, კინემატოგრაფიის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების, მედიცინის, ტურიზმის, სპორტისა და სხვა სფეროებში. შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან.