ედუარდ შევარდნაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ შევარდნაძე

შევარდნაძე ედუარდ ამბროსის ძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი)ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (1995-2003).

სარჩევი

განათლება

დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი (1959).

თანამდებობები

  • 1957-61 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი.
  • 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
  • 1961-64 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი,
  • თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი (1964).
  • საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1965-72),
  • 1972 წლის ივლისიდან სექტემბრამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.
  • საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-85),
  • საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-90), ამ პერიოდში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს გამოჩენილ, პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის როგორც „ცივი ომის“ დასრულების თანაავტორმა და მსოფლიოს ახლებურად მოწყობის თანაარქიტექტორმა. აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანებაში.
  • 1992 წელს დაბრუნდა საქართველოში, იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური,

საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია.

  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (1992-95),
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შეთავსებით 1994).

1995 წელს შექმნა „პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში (1995-2002).

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან (2003 წლის 23 ნოემბერი).

ჯილდოები

დაჯილდოებულია უცხო ქვეყნის ორდენებითა და მედლებით, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. რამდენიმე წიგნის ავტორი. ბოსტონის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.


იხილე აგრეთვე

ედუარდ შევარდნაძე


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები