ტანჟერის კონვენციები
ტანჟერის კონვენციები – დასავლეთის სახელმწიფოების მიერ მაროკოს დაპყრობის პერიოდში ტანჟერის სტრატეგიულმა მდებარეობამ (ხმელთაშუა ზღვის გასასელელთა, გიბრალტარის პირდაპირ) განაპირობა ევროპის ქეეყნების განსაკუთრებული პოზიცია ამ რაიოსის მიმარ. დიდი ბრიტანეთის ზეწოლით, რომელსაც არ სურდა ტანჟერზე რომელიმე სახელიწიფოს კონტროლის დამყარება, ყველა საერთაშორისო შეთანხმება მაროკოს თაობაზე აუცილებლად ითვალისწინებდა აქ სპეციალური რეჟიმის შექმნას.
18.XII.1923 პარიზში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესპასეთის რწმენებულებმა ხელი მოაწერეს კონვენციას ტანჟერის სტატუტის შესასებ, რომლის თანახმად ტასჟერი გამოცხადდა საერთაშორისო ნეიტრალიზებულ ზოსად. ამ რაიონში იკრძალებოდა რაიმე ნაგებობის აშენება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა სამხედრო მიზნებისათვის. ტანჟერი, რომელიც ფორმალურად მაროკოს სულთანის სუვერენიტეტის ქვეშ რჩებოდა, ამავე დროს ღებულობდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ავტონომიას. უცხოეთის სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების გარდა. ასეთი ურთიერთობების დამყარუბა, ფესის ხელშეკრულების 1912 მე-5 მუხლის თანახმად, უნდა მომხდარიყო სულთნის კარზე საფრასგეთის გენერალური კომისრის მეშვეობით.
ესპანეთის მთავრობა პარიზის კონვენციით უკმაყოფილო იყო და, იტალიის მსარდაჭერით, მოითხოვდა მის გადასინჯვას, კერძოდ, ტანჟერის შესვლას მაროკოს ესპასურ ზონაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფრანკოს ესპანეთმა 14.VI.1940 მოახდინა ტასჟერის ზონის ოკუპაცია და 1942 წლის დეკემბერში ეს ზონა თავის სამფლობელოდ გამოაცხადა. ჰიტლერული გერმანიის განადგურების შემდეგ ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოებმა დააყენეს ტანჟერში საერთაშორისო რეჟიმის აღდგენის საკითახი. რაც რეალობად იქცა 10-31.VIII.1945 პარიზში სსრკ-ის, აშშ- ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა კონფერესციაზე. თუმცა აღდგენილი რეჟიმი დროებითად გამოცხადდა. 1956 მაროკოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მაროკოს მთავრობისა და საერთაშორისო საკონტროლო კომიტეტის მოლაპარაკებების შედეგად, 5.VII რაბატში ხელს მოაწერეს ოქმს, რომელიც ადასტურებდა მაროკოს მთლიანობის პრისციპს და ითვალისწინებდა ტანჟერის ზონის განსაკუთრებული რეჟიმის გაუქმებას. დასკვნითი დეკლარაცია ტანჟერის ზონის საერთშორისო რეჟიმის ლიკვიდაციის შესახებ მიიღეს 8 ქვეყნის – ტასჟერის სტატუტის შესახებ კონვენციის მონაწილეთა კონფერესციაზე (8-29.X.1956 ფედალში, თანამედროვე მოპამედია, მაროკო). ყველა აქტი, შეთანხმება და კონვენცია, რომელიც ამ რეჟიმს ეხებოდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა. ტანჟერი მაროკოს შეუერთდა.