ქერიმ-ხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერიმ-ხანი

ქერიმ-ხან ზენდი მოჰამედ – (1704 ან 1705-1779), სპარსეთის შაჰი, ზენდების დინასტის (1750– 1779) დამაარსებელი ირანში.

1758 დაასრულა ნადირშაჰის სიკვდილის შემდეგ ირანში დაწყებელი შინა ბრძოლები და არეულიბა. 1763 გააერთიანა ირანი (ხორასნის გარდა) და ქვეყანას განაგებდა როგორც შაჰ ისმაილ III-ის ვაქილი (რეგენტი); ეყრდნობოიდა მომთაბარე და ბინადარ ფეოდალურ არისტოკრატიას. თავი გამოიჩინა როგორც განათლებულმა, რბილშა და ზომიერმა მმართველმა. ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ხელოსნობის გავითარებას. მფარველობდა შიიტებს, მაგრამ ამავე დროს გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობით.

ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანში კვლავ შინაბრძოლები დაიწყო. რაც დასრულდა ყაჯართა გამარჯვებით. მის დროს პოლიტიკური საზღვარი ირანსა და საქართველოს შორის გადიოდა მდინარე არაქსზე. ერეკლე II, რომელიც ფორმალურად მის ვასალად რჩებოდა, ფაქტობრიეად დამოუკიდებელი იყო. 1763 ერეკლემ ქერიმ-ხანს გადასცა დატყვევებული ირანის ტახტის ერთ-ერთი ძლიერი პრეტენდენტი აზატ-ხანი და ამით კიდევ უფრო განამტკიცა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლიბა. ქერიმ-ხანმა აღიარა ის მეფედ და შეურიგდა მის გავლენას ამიერკავკასიის სახანოებზე. ქერიმ-ხანის და ერეკლე II-ის შეთანხმება არსებითად ორი მხარის ზავს წარმოადგენდა და იმის დამადასტურებელი იყო, რომ ირანის გამგებელი აღმოსაელეთ საქართველოში ვერ გაბატონდა. ქერიმ-ხანი უარყოფითად შეხედა 1768-1774 რუსეთ-თურქეთის ომის დროს საქართველოში რუსეთის ჯარის შემოსვლას (1769); ზოგიერთი ცნობით, მისი ინიციატიეით მოხდა ერეკლე II-ის საიდუმლო შეთანსშება ოსმალეთთან 1776.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები