ჩობან-ნოინი
ჩობან-ნოინი– გავლენიანი მონღოლი ამირა. გადმოცემით იყო შთამომავალი სურღან-შირასი (სულდუზის ტომიდან), რომელმაც სიკვდილისაგან იხსნა ჩინგიზ-ყაენი; დაწინაურდა ილხანების ქაიხათუს (1291-1295), ყაჩანის (1295- 1304) და ოლჯაითუს (1304–1317) სამსახურში. 1317 ტახტზე მცირეწლოვანი აბუ საიდის ასვლის შემდეგ, გახდა ილხანთა სახელმწიფოს ფაქტობრივი გამგებელი, მიიღო ამირ ალ-უმარას (ამირთა ამირას) ტიტული, დაქორწინდა ასე საიდის დაზე – დულანდიზე. მისი სიკვდილის (1319) შემდეგ კი – მეორე დაზე.
მასთან კარგი „ურთიერთობა ჰქონდა გიორგი V-ს ჯერ კიდეე გამეფებამდე, 1314-15, ის თან ახლდა ჩობან-ნოინს მცირე აზიაში და ეხმარებოდა მაჰმუდ ფარვანეს აჯანყების ჩაქრობაში. როდესაც აბუ საიდი ტასტზე ავიდა, გიორგი ეახლა ჩობან-ნოინს, რომელმაც ჟამთააღმწერლის ცნობით ის „შეიტკბო ვითარცა შვილი და მისცა ყოველნი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსი”. ამ ახლო ურთიერთობაზე მოგვითხრობს XIV ს, არაბი ავტორი ალ-უმარიც. ჩობან-ნოინის დამოკიდებულება მეფემ კარგად გამოიყენა თავისი მდგომარეობის გასამტკიცებლად, მონღოლთა პერიოდული შემოსევების შესაწყვეტად, სახელმწიფოს ეკონომიკური მომძლავრებისათვის. ყველაფერი ეს მონღოლთა უღლის გადაგდების წინაპირობას წარმოადგენდა.
ჩობან-ნოინის ძალაუფლება დიდი იყო. ილხანთა სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვან პროვინციას განაგებდნენ მისი ვაჟები: დიმაშკ-ხავაჯა (აზერბაიჯანს, სპარსეთისა და არაბეთის ერაყის), ჰასანი (ხორასანს), თალიში (ქირმანს და ფარსს). თემურ-თაში (რუმს); შეის მაჰმუდს ექვემდებარებოდა საქართველო.
ჩობან-ნოინის აღზევება-გაძლიერებამ განაპირობა შური და მეტოქეობა მონღოლ მომთაბარე ფეოდალთა შორის. ის მიუღებელი გახდა დავაჟკაცებულ აბუ საიდისთვისაც. 1327 მინ ისარგებლა იმით, რომ ჩობან-ნოინი ხორასანში იმყთფებოდა ჩაღათაელთა წინააღმდეგ საბრძოლველად და ბრძანა. გაეწყვიტათ მისი ოჯახი. პირველად მოკლეს დიმაშკ-ხავაჯა, მერე კი მოაშთვეს პერეთში გაქცეული ჩობან-ნოინი და მისი ვაჟი ჯილაე-ხანი. ჩობან-ნოინი შემდეგ მედინაში დაკრძალეს, თემურ-თაში გაიქცა ეგვიპტეში, ხოლო შეის მაჰმუდი ოქროს ურდოში, სადაც მოგვიანებით ასევე მოკლულ იქნენ.