ოსნაბრიუკის კონგრესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 27 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსნაბრიუკის კონგრესი – გაიმართა 1645-48 ქ. ოსნაბრიუკში (ვესტფალია). ოსნაბრიუკის კონგრესზე მიუნსტერის კონგრესის პარალელურად შემუშავდა ვესტფალიის ზავის პირობები. ოსნაბრიუკის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ: „საღვთო რომის იმპერიის“ დელეგაცია გრაფ ტრაუტმანსდორფის, გრაფ ლ. ნასაუსა და დ. რ ფოლმარის შემადგენლობით; შვედეთის დელეგაცია ი. ოქსენშერნასა და ი. სალვიუსის მეთაურობით; ბრანდერბურგის კურფიურსტის ფრიდრიჰ-ვილჰელმ I-ის წარმომადგენელი გრაფი ვიტგენშტაინი და გერმანიის პროტესტანტული სამთავროების წარგზავნილები. დროგამოშვებით ოსნაბრიუკში ჩამოდიოდა ფრანგული დელეგაციის ხელმძღვანელი მიუნსტერის კონგრესზე გრაფი დ'აეო.

ოსნაბრიუკის კონგრესს უნდა შეემუშავებინა. ერთი მხრივ, იმპერიასა და, მეორე მხრივ, შვედეთის სამეფოსა და მის მოკავშირეებს შორის ზავის პირობები. ოსნაბრიუკის კონგრესის ძირითადი ნაწილი დაეთმო დავას პომერანიის საკითხის გარშემო, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა როგორც შვედეთის სამეფო, ისე ბრანდენბურგის კურფიურსტი, შედეგად პომერანია გაიყო ორ ნაწილად აღმოსავლეთი პომერანია თითქმის მთლიანად გადაეცა ბრანდენბურგს, ხოლო დასავლეთი პომერანია მდ. ოდერის შესართავითა და აღმოსავლეთ პომერანიის ზოგიერთი პუნქტით (შტეტინი, ეისმარი, ეოლინი და სხვ.) დარჩა შვედეთს. გარდა ამისა, შვედეთმა მიიღო ბრემენისა და ვერდენის საეპისკოპოსოები, კუნძული რიუგენი და კონტრიბუცია 5 მლნ ტალერის ოდენობით. ყველა ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ჯერ კიდევ 1647 და ეს დებულებები შევიდა ვესტფალიის ზავის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც ხელი მოეწერა 24.X.1648 მიუნსტერში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები