პარაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:45, 27 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარაფირება – (ფრანგ. parafe – შემოკლებული ხელმოწერა), საერთაშორისო ხელშეკრულების (ან მისი ცალკეული მუხლების) წინასწარი ხელმოწერა, ინიციალების აღნიშვნით, მოლაპარაკების მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელშეკრულების ტექსტზე თანხმობის ნიშნად.
პარაფირება ხელშეკრულების ტექსტის ავთენტურობის დადგენის ერთ-ერთი საშუალებაა. იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების დადების სავალდებულო ეტაპს, პარაფირების დროს შესაძლებელი ხდება ხელშეკრულების თავიდან აცილება, რადგან ეს არის უფლებამოსილი პირების შეთანხმების უდავო მტკიცებულება. პარაფირების შემდეგ, ჩვეულებრივ, ხდება პარაფირებული ტექსტის საბოლოო ხელმოწერა.