პოლიტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:58, 29 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაცია – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა 1949 გაეროს გადაწყვეტილებით მსოფლიოში პოლიტიკური მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობის მიზნით. აერთიანებს კოლექტიურ (პოლიტიკური მეცნიერების ეროვნული ასოციაციები), ასოცირებულ (კვლევითი ცენტრები) და ინდივიდუალურ წევრებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ძირითადი ორგანოებია მსოფლიო კონგრესი (ტარდება 3 წელიწადში ერთხელ), აღმასრულებელი კომიტეტი და სამდივნო (ადგილმდებარეობა ოტავა), ასოციაციის საქმიანობის ძირითადი ფორმებია მსოფლიო კონგრესისა და „მრგვალი მაგიდის“ ყოველწლიური სხდომების ორგანიზაცია, ინფორმაციული სამსახურის გაწევა ეროვნული ასოციაციების, უნივერსიტეტებისა და ბიბლიოთეკებისათვის და ა.შ.