პრეამბულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 30 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრეამბულასაერთაშორისო ხელშეკრულების შესავალი ნაწილი. პრეამბულაში, როგორიც წესი, ჩამოთვლილია ხელშეკრულების მხარეები, მისი დადების მოტივი, მიზნები, ამოცანები და პრინციპები, სხვა ხელშეკრულებებთან დამოკიდებულება, ის ძირითადი დებულებანი, რომელთა ჭრილშიც უნდა იქნეს განხილული ხელშეკრულება, ასევე მხარეთა დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ.

პრეამბულა შეიძლება მოიცავდეს სხვა საკითხებსაც, მათ შორის ნორმატიული ხასიათისას, რომლებიც, ბუნებრივია, არ უნდა სცილდებოდნენ ხელშეკრულების საგანს. პრეამბულა ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ხელშეკრულების ძირითად ტექსტს და, შესაბამისად, ხელშეკრულების დებულებათა განმარტებისას, აქვს ხელშეკრულების ნებისმიერი ნაწილის ტოლფასი ძალა. პრეამბულა ხშირად გვხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები