საბჭოთა კავშირ-ირანის შეთანხმებები და ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 2 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-ირანის შეთანხმებები და ხელშეკრულებები

სარჩევი

1921 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულება

1921 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მოსკოვში რსფსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. ჩიჩერინმა და ელჩმა ალი ანსარიმ, ხელშეკრულებამ მანამდე ხელმოწერილ ყველა შეთანხმებას ანულირება გაუკეთა. ირანს მეფის რუსეთის ქონება უსასყიდლოდ დაუბრუნდა, მხოლოდ გაყიდვის უფლების გარეშე. ხელშეკრულებით დამტკიცდა ერთმანეთის საქმეში ჩაურევლობის პრინციპი, აგრეთვე ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციების დაუშვებლობა საკუთარ მიწა-წყალზე. VI მუხლი რუსეთს აძლევდა ირანის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანის უფლებას, თუ იქ შევიდოდა რუსეთის მიმართ მტრული სახელმწიფო და ირანი თავისი ძალებით ვერ შეძლებდა აგრესიის შეკავებას.

შეთანხმება გარანტიისა და ნეიტრალიტეტის თაობაზე

დაადო მოსკოვში 1927 წლის 1 ოქტომბერს (ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გ. ჩიჩერინმა და ალი ანსარიმ). აღიარებდა ურთიერთთავდაუსხმელობის და ერთმანეთის ომში ჩაურევლობის პრინციპს, ყოველგვარი ეკონომიკური ბოიკოტისა და პოლიტიკური სანქციის კამპანიაში არმონაწილეობას, თუ იგი მიმართულია ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ. შეთანხმება დაიდო 3 წლით ყოველწლიური ავტომატური განახლებით, ვიდრე რომელიმე მათგანი არ მოახდენდა მის ანულირებას.

სავაჭრო და საზღვაო ხელშეკრულება

დაიდო თეირანში 1940 წლის 25.III. აღიარებდა ვაჭრობის თავისუფლებას და ურთიერთხელსაყრელობას, ორივე მხარე პრიორიტეტულ ეკონომიკურ პარტნიორად ცხადდებოდა. განისაზღვრა კასპიის ზღვის ეკონომიკური სტატუსი.

1954 საზღვაო და ფინანსური საკითხების მოსაგვარებელი შეთანხმება

დაიდო თეირანში 2.XII სსრკ-ის ინიციატივით. გადაწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს წამოჭრილი ფინანსური პრობლემები და 2000 კმ-ზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის რედემარკაცია. ეს პროცესი დასრულდა ორ წელიწადში.

ეკონომიკური, კულტურული, ტექნიკური, სავაჭრო, სამშენებლო თანამშრომლობის ხელშეკრულებები

დაიდო 1963, 1966, 1970, 1971, 1972, 1980.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები