სიმლის მოლაპარაკებები 1972

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმლის მოლაპარაკებები 1972 – (ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობათა მეთაურებს შორის), მიმდინარეობდა 28.VI-დან– 3.VII- მდე სიმლაში (ინდოეთი) ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის 1977 შედეგების მოწესრიგების მიზნით. მოლაპარაკების შედეგად, 3.VII ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც ინდოეთმა და პაკისტანმა გამოთქვეს მზადყოფნა, ბოლო მოეღოთ კონფლიქტისათვის, უთანხმოება მოეგვარებინათ, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ანდა სხვა მშვიდობიანი მეთოდებით. მათ განაცხადეს, რომ შერიგების, კეთილმეზობლობისა და მათ შორის მტკიცე მშვიდობის დამყარების წინაპირობას წარმოადგენდა 2 ქვეყნის მიერ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის ერთგულება. მხარეებმა იკისრეს, გაეროს წესდების შესაბამისად, თავი შეეკავებინათ ძალის მუქარისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობები შეთანხმდნენ შეიარაღებული ძალების ორმხრივი უკანდახევის თაობაზე, რაც შეეხება ჯამუს და ქაშმირის პრობლემას, ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას, პატივი ეცათ ახალი ფაქტობრივი საკონტროლო ხაზისათვის, რომელიც შეიქმნა ცეცხლის შეწყვეტის შედეგად (17.XII.1972). მხარეების მიერ რატიფიცირების შემდეგ შეთანხმება ძალაში შევიდა 4.VIII.1972. ამავე წლის დეკემბერში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჯამუსა და ქაშმირში საკონტროლო ხაზის განმტკიცების შესახებ, მოხდა ჯარების დაშორიშორება კონფლიქტის დროს დაპყრობილი ტერიტორიებიდან ინდოეთ-პაკისტანის საზღვრისკენ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები