სტრაბონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:13, 17 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტრაბონი

სტრაბონი – (ძვ. წ. 64-63 – ახ. წ. 23-24), ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.

სტრაბონი დაიბადა (დაახლ, ძვ. წ- 63 წ.) პონტოს ქალაქ ამასიაში. მისი წინაპრები წარჩინებულთა წრეს ეკუთვნოდნენ და მშობლებიც რომაელთა ბატონობის დროს ხელმოკლეობას არ განიცდიდნენ. სტრაბონს კარგი განათლება მიუღია. მისი მასწავლებლები ყოფილან ფილოსოფოსები და გრამატიკოსები. მას თავიდანვე გამოუჩენია ერთგვარი მიდრეკილება ფილოსოფიისადმი. სტრაბონის გეოგრაფიასაც კი ფილოსოფიის განყოფილებად თვლიდა. რომში სტრაბონი ძე. წ.29 წელს ჩასულა. საერთოდ, ბევრი უმოგზაურია შემოუვლია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი. არსებობს ვარაუდი, რომ იგი კოლხეთშიც ყოფილა.

სტრაბონის სახელით ცნობილია ორი ნაშრომი: „ისტორიის მატიანე“ და „გეოგრაფია“, პირველმა ჩვენამდე მხოლოდ 19 ფრაგმენტის სახით მოაღწია. როგორც ჩანს, მასში განხილული ყოფილა ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა. მეორე – შედარებით დაუზიანებლად არის შემონახული და 17 წიგნისაგან შედგება: I-II წიგნი ფიზიკურ გეოგრაფიას შეიცავს, III-X წიგნებში ევროპის გეოგრაფიაა მოცემული, XI-XVI - აზიისა და XVII - აფრიკის, ამ ნაშრომში სტრაბონს ბევრი ავტორი ჰყავს მოხსენიებული და, სპეციალისტების აზრით, ციტატები დიდი კეთილსინდისიერებით აქვს მოტანილი. სტრაბონის ეს ნაწარმოები მრავალი წლის შრომის ნაყოფია, ძვირფას ცნობებს შეიცავს და საბერძნეთის ისტორიის შესწავლისას მისი დავიწყება არ შეიძლება.

თხზულებაში სტრაბონი, ახდენს ანტიკურ მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის თავმოყრას. იძლევა ცალკეული ქვეყნების არა მარტო გეოგრაფიულ აღწერას, არამედ საფუძვლიანად მსჯელობს მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნიკური მდგომარეობის შესახებაც. მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იბერიისა და კოლხეთის შესახებ. „გეოგრაფიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების გავრცელების არეალიც. აღწერილია ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა ძველი სამყაროს ცალკეულ ხალხებს შორის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები