ისდესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:15, 27 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისდესი – ეგვიპტური ღვთაება, რომელიც შუა სამეფოს დროიდან „დასავლეთის ბატონი“ და გარდაცვლილთა მსაჯული იყო. ახლოს იყო თოტთან და მოგვიანებით მას შეერწყა. ბერძნულ-რომაულ პერიოდში ამ სახელით მოიხსენიებდნენ თოტსაც და ანუბისსაც. „მკვდართა წიგნის“ 109-ე თავში ოსირისი, ანუბისი და ისდესი მოხსენიებული არიან, როგორც „ახალი მთვარის დღესასწაულის სულები“.