კანოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:14, 28 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანოპი – ოთხი ჭურჭელი, ან ოთხ სექციად გაყოფილი ყუთი სადაც მუმიფიცირების დროს სხეულიდან ამოღებული შიგნეულობა თავსდებოდა. დაფიქსირებულია IV დინასტიიდან.

კანოპების მფარველებად ხორის ოთხი ვაჟიშვილი ითვლებოდა. კანოპის სახურავები ჩვეულებრივ მათი თავის გამისახულებებს წარმოადგენდა – ადამიანის (ამსეტი, ეგვ. Ić.tj), მაიმუნის (ხაპი, ეგვ. Hpj), ტურის (კებეხსენუფი, Kbh śnw) და შევარდნის (დუამუტეფი, ეგვ. Dwš mw.t.f) ოთხივე მათგანი ჯერ კიდევ პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. ჩვეულებრივ ამსეტის კანოპში ღვიძლი, ხაპის – ფილტვები, დუამუტეფის – კუჭი და კებეხსენუფის – ნაწლავები ინახებოდა (გულს მუმიას უტოვებდნენ).

სიტყვა „კანოპი“ დაკავშირებულია ქალაქ კანოპუსთან სადაც ოსირისს ძალიან თავისებური ფორმით ეთაყვანებოდნენ – ეს იყო ლარნაკი ადამიანის თავით. ვიზუალური მსგავსების გამო, ეგვიპტილიგიაში გარდაცვლილის შიგნეულობის შესანახ ჭურჭელს კანოპი დაარქვეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები