თოთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 28 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თოთი – (ეგვიპტ.) მთვარის ღვთაება, სიბრძნის, აღრიცხვისა და დამწერლობის ღმერთი. იგი იწერს ადამიანთა დაბადებისა და სიკვდილის თარიღებს, იგი იცავს გარდაცვლილთა სულებს და გადაჰყავს მკვდართა სამეფოში. მისი წმიდა ცხოველია იბისი.