იბისი (ძველი ეგვიპტის მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბისი – თეთრი იბისი ფრთებზე შავი ბუმბულით (ibis comata) საკრალური ჩიტი იყო და თოტის ერთ-ერთ გამოვლინებად იყო მიჩნეული. მას ეგვიპტელები „ბრწყინვალეს“, „მანათობელს“ ეძახდნენ. შავი იბისი (plegadis falcinellus) გლოვასთან იყო დაკავშირებული, და მას სხვა სახელიც ერქვა (gm.t,).

გვიპტის ერთ-ერთი დიდი ბრძენის, იპუვერის დარიგებებში (პირველი გარდამავალი პერიოდი), სადაც ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობაა აღწერილი, ხალხი სწორედ გემეტ-ჩიტთან (შავ იბისთან) არის შედარებული. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე იბისი აღწერილი აქვს ჰეროდოტეს. იბისი იყო ასევე მეთხუთმეტე ქვემოეგვიპტური ნომის ნიშანი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები