კას სახლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 28 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კას სახლი – (ეგვ. h.t k3). ამ სახელით ეგვიპტელები მოიხსენიებდნენ ადგილებს, რომლებსაც კას საცხოვრისად წარმოიდგენდნენ. ასეთი იყო საფლავები, გარდაცვლილის მოსახსენიებელი ტაძრები და ა.შ. მემფისის (პტახის საკულტო ქალაქის საკრალური სახელი „პტახის კას სახლი“ იყო. სწორედ აქედან წარმოიშვა ბერძნული „Aigyptos“.