კა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კა – ყოველი ადამიანის ინდივიდუალური სასიცოცხლო ძალა, რომელიც ცოცხალ და მკვდარ სხეულს ერთმანეთისაგან განასხვავებს. ყოველი ცოცხალი არსების კა ღმერთისაგან იყო მოვლენილი და გარდაცვალების შემდეგ ისევ ღმერთებს უერთდებოდა. ის მოიაზრებოდა, როგორც სულიერი ორეული, მისი სიმბოლო ორი ზეაღმართული ხელი იყო. კას არსებობა დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ სოცოცხლე არ არის მხოლოდ სხეულის ფუნქცია. ის მომდინარეობს უფრო მაღალი ძალიდან, რომელიც სხეულში არსებობს და სიცოცხლის წყაროს წარმოადგენს. მაგრამ განსხვავებით სხეულისაგან, კას არსებობა მარადიულად წარმოიდგინებოდა. კა ერთნაირად გააჩნდათ ღმერთებსაც და ადამიანებსაც. მეფეს შეიძლებოდა ჰქონოდა რამდენიმე კა და ასევე მისი მდედრობითი „ნახევარი“ – ხემსუტი, რომელიც მხოლოდ სამეფო წარმოშობის დედით გადაიცემოდა და ფარაონის ღვთაებრივი გენეალოგიის გაგრძელებას უზრუნველყოფდა. ეგვიპტელთა წარმოდგენით, კა ჰქონდა ყველაფერს მცენარეებს, ცხოველებს, ვარსკვლავებს, ტაძრებს და, რასაკვირველია, ღმერთებს. ითვლებოდა, რომ ღმერთის კასადმი მიმართვა მის ტაძარში შეიძლებოდა. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი კა გარდაცვლილის სამარხში იდებდა ბინას, მის კა-ქანდაკებაში, რომელსაც განსაკუთრებული ქურუმი კას ქურუმი აკურთხებდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები