ხემსუტი – კას შესატყვისი მდედრობითი საწყისი. კას მსგავსად, ისინი სასიცოცხლო ძალების მაგიური დამცველები იყვნენ. როგორც დამცველ და ბედის ქალღმერთებს, მათ, კას მსგავსად, ჩვილი ფარაონი ხელში ეჭირათ. ხემსუტის ატრიბუტი – ფარი და ორი გადაჯვარედინებული ისარი საისის ნომის ნიშანი იყო.
წყარო
ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია