საისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საისი

საისი – (ეგვ. Sw, თანამედრ. სა ელ-ჰაგარი), დასავლეთ დელტის მეხუთე ქვემოეგვიპტური ნომის მთავარი ქალაქი ნილოსის კანოპის ტოტთან.

საისი ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური ქალაქია, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ წინადინასტიურ პერიოდში პოლიტიკური გაერთიანების ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი ცნობილია ასევე ფარაონ ხორ-ახას (I დინასტია) ხის ფირფიტებიდან. ადგილობრივი ღვთაება იყო ნეიტი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ღვთაებად არის მიჩნეული. დინასტიურ პერიოდში საისი არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ჩვ.წ.-მდე VIII საუკუნის შუახანებამდე, როცა XXIV დინასტიის ერთადერთმა ფარაონმა ტეფნახტმა საისიდან ბრძოლა გამოუცხადა ნუბიელ ფარაონებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ქალაქმა ჩვ.წ.-მდე VII საუკუნეში მოიხვეჭა, როცა საისელმა ფსამტიხ I-მა მოახერხა ქვეყნის გაერთიანება და უკანასკნელი ეგვიპტური (XXVI ) დინასტია დააარსა.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები