ნეიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამულეტი ნეიტის გამოსახულებით

ნეიტი – საისის ომის ქალღმერთი, რომელიც ბერძნებმა ათენასთან გააიგივეს. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ქვემო ეგვიპტის გვირგვინით. შესაძლოა დაკავშირებული იყო გვირგვინთან. საისში იყო „ფუტკრის სახლი“ (ფუტკარი ქვემო ეგვიპტის სიმბოლო იყო), რომელიც ოსირისს ეკუთვნოდა, და მისი „ზედამხედველი“ ნეიტი იყო. როგორც ჩანს, იყო უმნიშვნელოვანესი მებრძოლი ქალღმერთი წინადინასტიურ ჩრდილოეგვიპტურ სამეფოში, და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი დინასტიური პერიოდის დასაწყისში. მისი სიმბოლო იყო ორი გადაჯვარედინებული ისარი, ხანდახან ფართან ერთად, ან ორი გადაჯვარედინებული მშვილდი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის დაფიქსირებული სამლოცველოს უძველესი გამოსახულება (სპილოს ძვლის ფირფიტაზე), მოძიებული ფარაონ ხორ-ახას სამარხში, სწორედ ნეიტის სამლოცველოს წარმოადგენს. საისში ნეიტს მოიხსენიებდნენ, როგორც „მას, ვინც გააჩინა რა მაშინ, როცა ჯერ არც ერთი ბავშვი არ იყო გაჩენილი“. ახალი სამეფოდან ნეიტს ეძახდნენ „ყველაფრის დედას და მამას“. ესნას ტაძრის კედლებზე მოთავსებული კოსმოგონიის თანახმად (რომაული პერიოდი) ნეიტმა შექმნა სამყარო შვიდი მაგიური სიტყვის წარმოთქმით. როგორც პირველყოფილი წყლების პერსონიფიკაცია, ის ასევე ქვეწარმავლების დედად ითვლებოდა. ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც სობეკის, ნიანგის სახის ღვთაების დედა. ითვლებოდა ასევე, რომ მისი ფურთხისაგან გაჩნდა რას მუდმივი მტერი, გველის სახის დემონი აპოპი, თუმცა ნეიტი თვითონ ებრძოდა მას თავისი ისრებით.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები