მანდულისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:22, 29 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მანდულისი – (ეგვ. Mrwr), ნუბიური ღვთაება, რომელსაც კალაბშაში ეთაყვანებოდნენ, როგორც უზენაეს ღვთაებას. პოპულარული იყო ასევე ფილეზე. ჰქონდა ორი სახე ბავშვის და ზრდასრული ღმერთის. ნუბიის ტაძრებში ეთაყვანებოდნენ ტრიადას ოსირისის, ისიდას და ხორის შემადგენლობით. კალაბშაში ოსირისის ადგილი მანდულისს ეკავა.