მერცხალი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:32, 30 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მერცხალი – ეგვიპტელთა წარმოდგენით, მიცვალებულის სული დროდადრო ტოვებდა სამარხს და ამ დროს რომელიმე ფრინველის სახეს იღებდა. მერცხალი ერთ-ერთი ამ ფრინველთაგანი იყო. თებეს ნეკროპოლისის XVIII დინასტიით დათარიღებული წარწერიდან ჩანს, რომ მერცხალს აქ ეთაყვანებოდნენ, როგორც საკრალურ ფრინველს.