მეხიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:16, 30 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეხიტი – (ეგვ. Mhj.t), ტინისის ქალღმერთი, ონურისის მეუღლე ლომის იკონოგრაფიით. იყო სასტიკი ქალღმერთი, რომელიც გვერდით ედგა ონურისს ბრძოლებში, ამიტომ ხშირად აიგივებდნენ გამანადგურებელ, ცეცხლის მფრქვეველ ურეუსთან და რას თვალთან. ტინისში მეხიტი მთვარის თვალთან იყო გაიგივებული. ონურისის და შუს შერწყმის გამო მოხდა მისი გაიგივება ტეფნუტთან, შუს მეუღლესთან. მათი საკულტო ქალაქი იყო ლეპიდოტონპოლისი. წყვილს ეთაყვანებოდნენ ასევე დელტაში, თუმცა აქ მათ გამოკვეთილი საკულტო ადგილი არ გააჩნდათ. მისი სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „სავსე“.