დ’ანუნციო გაბრიელე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:09, 31 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაბრიელე დ’ანუნციო – (იტალ. Gabriele D'Annunzio, 1863-1938), იტალიელი მწერალი და დრამატურგი.
თეატრით დაინტერესდა 90-იან წწ. ე. დუზეს გავლენით. პიესები: „გაზაფხულის დილის სიზმარი“, „შემოდგომის საღამოს სიზმარი“; ტრაგედიები „მკვდარი ქალაქი“, „ჯოკონდა“, „დიდება“, „ფრანჩესკა და რიმინი“, „იორიოს ქალიშვილი“, „ჩირაღდანი სიბნელეში“, „გემი“, „ფედრა“; ორი მისტერია ფრანგულ ენაზე: „წმინდა სებასტიანის წამება“, „პიზანელა“; ოპერის ლიბრეტო „პარიზინა“ (მუს. პ. მასკანის). მისი გმირია ზეკაცი, რომლისთვისაც მშვენიერება მორალზე მაღლა დგას. პიესებში ჭარბობს მისტიკა, ფაშისტური აღტკინება, კოსმოპოლიტიზმი.