ფარაფრას ოაზისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:51, 13 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარაფრას ოაზისი – ყველაზე პატარა ეგვიპტის ჩრდილოეთ ოაზისებს შორის (10 000კვ.მ). მოიხსენიება ტექსტებში მეხუთე დინასტიიდან. ეგვიპტური სახელი „TV ihw“, „ძროხების მიწა“ ასოცირებულია ხატხორთან. დასავლეთიდან ლიბიელების პერიოდული შემოტევის გამო ფარაფრას ოაზისს ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა, მაგრამ ჯერჯერობით მოკვლეული ყველაზე ძველი არქეოლოგიური მასალა რომაული პერიოდით არის დათარიღებული.