ქადეში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 13 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქადეში – სიყვარულის ქალღმერთი ძველ ეგვიპტეში. მისი კულტი ახალი სამეფოს მეორე ნახევრიდან გავრცელდა, როცა ეგვიპტის ფართო დამპყრობლური პოლიტიკის ფონზე ქვეყანაში უცხო ღვთაებების იმპლანტაცია მოხდა. გააიგივეს ხატხორთან და მიანიჭეს მისი ატრიბუტები – ძროხის რქები, მზის დისკო და სისტრუმი.