გებელენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:57, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გებელენი – ადგილი ზემო ეგვიპტეში, ესნასა და ერმონტს შორის, ნილოსოს მარცხენა ნაპირზე. აქ მდებარეობს მთა, რომელსაც თითქოს ორად გახლეჩილი კლდე ადგას თავზე. ჯერ კიდევ III დინასტიის დროს აქ აიგო ხატხორისადმი მიძღვნილი ცნობილი ტაძარი, რომლის რესტავრაცია XI დინასტიის დროს გაკეთდა. პტოლემაიოსების დროს ძველი ტაძრის ბლოკები, როგორც ჩანს, ახალი ტაძრის ასაგებად იქნა გამოყენებული. ხატხორს აქ ეთაყვანებოდნენ, როგორც „ორივე კლდის ქალბატონს. გებელენის სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი, რომელსაც ეგვიპტელები „ხატხორის სახლს“ ბერძნები კი პათირისს (Pathyris) ეძახდნენ. გებელნთან იყო ასევე ანუბისის საკულტო ადგილი, რომელსაც აქ მოიხსენიებდნენ, როგორც „თეთრი მიწის ბატონს“.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები