კამუტეფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:52, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამუტეფიმინი და მასთან გაიგივებული იტიფალიური ამონი ხშირად მოიხსენიებოდნენ, როგორც კამუტეფი (ეგვ. K3 mw.t.f – „თავისი დედის ხარი“), რომელიც სქესობრივ კავშირში შედიოდა თავის დედასთან. ამ კავშირის მიზანი საკუთარი თავის დაბადება იყო. ეპითეტი ჩნდება ახალი სამეფოდან. კამუტეფი ასევე „თავისი მამის შემქმნელად“ არის მოხსენიებული. კამუტეფში თავისებური განხორციელება იპოვა ეგვიპტური დემიურგის ეპითეტმა „თავისი თავის შემქმნელი“.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები