მაფდეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაფდეტი

მაფდეტი – კატის ოჯახის გაურკვეველი ცხოველი, შესაძლოა გარეული კატა, მანგუსტა ან სხვ. მისი სახით ეთაყვანებოდნენ იგივე სახელის ქალღმერთს. ადრეულ პერიოდში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და მის დაბადების დღეს სეშატთან ერთად ზეიმობდნენ. გამოისახებოდა თავისებურ იარაღთან ერთად, რომელიც წვეტიანი დანით მთავრდებოდა. მაფდეტი იყო მებრძოლი ქალღმერთი, „ბასრი ბრჭყალებით“ და მოიაზრებოდა, როგორც ბოროტი გველების და მორიელების გამანადგურებელი. მას იშველიებდნენ შხამიანი გველების წინააღმდეგ შელოცვებში. იქვე აღწერილია, როგორ ახტება ის გველს ზურგზე, როგორ უჩხაპნის თვალებს და ურტყამს სახეში.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები