გრაფოამგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:52, 19 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრაფოამგები, პლოტერი – (plotter), ავტომატური კოორდინატოგრაფი, მოწყობილობა, რომლითაც მონაცემების გრაფიკული გამოსახულება მიიღება ქაღალდზე, პლასტიკურ მასაზე, ფოტომგრძნობიარე მასალაზე. იყენებენ ხაზვის, გრავირების, ფოტორეგისტრაციის ხერხებს. განასხვავებენ ვექტორულ და რასტრულ გრაფოამგებებს. ვექტორული გრაფოამგები გამოსახულებას ქმნის კალმით ან ფანქრით, რასტრული კი სტრიქონ-სტრიქონ ბეჭდვის ხერხით. გრაფოამგებით შექმნილი გამოსახულების ფორმატი ცვალებადობს A4-დან რამდენიმე ათეულ მეტრამდე. გრაფოამგების ზოგ მოდელს დამატებული აქვს სკანერის ფუნქციაც.