ინვენტარული რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინვენტარული რუკა – (inventory map), რუკა, რომელზეც დეტალურად აღნიშნულია ობიექტების ადგილმდებარეობა და მდგომარეობა შესაბამისი დარგის მაჩვენებელთა სისტემით (მაგ.: სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, მინერალური წყაროები და თერმული წყლები, სამკურნალო მცენარეების გავრცელების არეალი). მარტივი შინაარსის ანალიზური რუკაა, რომლის შედგენა ხდება დეტალურ ზოგადგეოგრაფიულ საფუძველზე.