ჰორიზონტული დანაწევრების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 21 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰორიზონტული დანაწევრების რუკა – (map of horizontal dissection), გამოსახავს ხმელეთის ზედაპირის ხაზობრივი ფორმების ჯამური სიგრძის შეფარდებას ფართობის ერთეულთან (კმ/კმ²) – ეროზიული ქსელის სიხშირეს მდინარის აუზში, ლანდშაფტში ან რომელიმე გეომეტრიულ ფიგურაში. გამოთვლილი სიდიდეებით ადგენენ მორფომეტრიულ რუკებს.