სინოპტიკური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:04, 22 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სინოპტიკური რუკა - მინდის რუკა, რომელზეც ნიშნებითა და ციფრებით აღნიშნულია მეტეოროლოგიურ სადგურებში წარმოებული დაკვირვებების და სინოპტიკური ანალიზის შედეგები. განასხვავებენ მიწისზედა და სიმაღლითი (ატმოსფეროში) დაკვირვებებით შედგენილ რუკებს. ამინდის სამსახური სინოპტიკურ რუკებს ამინდის პროგნოზირების მიზნით ადგენს დღეში რამდენჯერმე. იყენებენ იზოხაზებს და მოძრაობის ხაზებს.