აგროკლიმატური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:23, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგროკლიმატური რუკა – (agroclimatic map), გამოსახავს კლიმატური რესურსების შეფასებას სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის. რუკებზე მოცემულია კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები (მზის რადიაცია, თერმული რეჟიმი, ნალექები, აორთქლება და სხვ.), სოფლის მეურნეობისათვის არახელსაყრელი მოვლენები (წაყინვები, გვალვა), სავეგეტაციო პერიოდის თერმული პირობები, სასოფლო – სამეურნეო კულტურების სიმწიფის ფაზები, მოსავლის აღების ვადები.